logo_geo
eng_logo
გოეთეს კოშკი მთლიანად დაიწვა
- +

14 ოქტომბერი. 2017. 16:27



ფრანკფურტის სახანძრო სამსახური „Twitter"-ის გვერდზე წერს, რომ გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - გოეთეს კოშკი მთლიანად დაიწვა.


განცხადებაში ნათქვამია, რომ ცეცხლის ჩაქრობას მთელი ღამე ცდილობდნენ, თუმცა კოშკის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.


გოეთეს ხის კოშკი, რომლის სიმაღლე 43 მეტრი იყო, პირველად 1867 წელს აშენდა. შემდეგ მისი დემონტაჟი მოხდა, ახალი ნაგებობა კი 1931 წელს ააშენეს. კოშკი ქალაქის ტყის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობდა და ფრანკფურტელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner