logo_geo
eng_logo
გიგაური-ხაინდრავას საქმეზე ვანო მერაბიშვილი და ბადრი ბიწაძე დაიკითხებიან
- +

14 ოქტომბერი. 2017. 18:03


გოგა ხაინდრავას და ეკა გიგაურის სასამართლო დავის საქმეზე შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე დაიკითხებიან. მოსამართლემ გოგა ხაინდრავას ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.


ხაინდრავას განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში ეკა გიგაურის მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები განადგურებულია. ყოფილი მაღალჩინოსნები კი დაადასტურებენ, პრემიები სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 7 ნოემბრის დარბევიდან რამდენიმე დღეში რისთვის მიიღეს, ან ამავე პერიოდში ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება რა დამსახურებისთვის მიენიჭა.


მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა მხარეების მოთხოვნა სასაზღვრო პოლიციიდან და პროკურატურიდან დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ.


ხაინდრავას მტკიცებით პრემიები სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დარბევის გამო მიიღეს პრემიები, გიგაურს კი დარბევაში მონაწილეობის გამო კაპიტნის წოდება მიენიჭა.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა გიგაურს ბრალად დასდეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლა და წახალისება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner