logo_geo
eng_logo
ლაშა ლომაძის პატრონაჟით აშენებული სპორტული კომპლექსი „OLYMPIC HOUSE“
- +

14 ოქტომბერი. 2017. 20:50

 


ქალაქ ოზურგეთში, გურიის მხარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლაშა ლომაძის პატრონაჟით სპორტული კომპლექსი „OLYMPIC HOUSE" აშენდა.


კომპლექსი სამ სპორტულ ობიექტს აერთიანებს, ესენია: საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი და საუნა. კომპლექსში ასევე განთავსებულია, ორი სასტუმრო ნომერი, სპორტული მუზეუმი, სპორტული ბიბლიოთეკა და მოსასვენებელი ვერანდა.


„OLYMPIC HOUSE" თანამედროვე ველნეს ცენტრია, რომელიც ჯანმრთელობისა და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ყველანაირ მომსახურებას აერთიანებს. კომპლექსში გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც აქტუალური დასვენებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის არის საჭირო. თანამედროვე სპორტული ინვენტარი, მაღალკვალიფიციური პერსონალი და მომსახურების უმაღლესი დონე.


„OLYMPIC HOUSE"-ში მომხმარებელს დახვდება სრულყოფილი გარემო დროის მშვიდად გასატარებლად. კომპლექსში გამოცდილ ინსტრუქტორებთან ერთად ჩატარდება: ცურვის, აერობიკის და აქუა აერობიკის გაკვეთილები, ასევე იქნება საბავშვო სექცია. ხოლო კვალიფიცირებული მასაჟისტი კი მოემსახურება სტუმრებს, როგორც სარელაქსაციო ასევე გასახდომი პროცედურებით.


„OLYMPIC HOUSE"-ში იდეალური პირობებია შექმნილი ყოველდღიური დაძაბული რიტმისგან თავის დაღწევის, რელაქსაციისა და განწყობის ამაღლებისთვის.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner