მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მთელი ეს პერიოდი არ მინდოდა რამე დამეწერა (იმიტომ არა, რომ ბანალურობისა შემეშინდა, უბრალოდ ასე მოხდა). იმიტომ კი არა, რომ ლიკა არ დამენანა, პირიქით, ამით რაღაცა დასრულდა, თუმცა მან, ერთმა ისეთი რამე დატოვა, რასაც ერთად აღებული 1000 ვერ შექმნის... ეს არის სწორება სილამაზეზე, სისადავეზე, გულწრფელობასა და სისუფთავეზე...
აი, ეს ფოტო კი ძალიან ემოციურია ჩემთვის. ერთი კონკრეტული მიზეზის გამო არა, ბევრი რამის გამო...
ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ძვირფასი ადამიანი მყავს, რომლებთან ერთადაც უამრავი ლამაზი წუთი გავატარე და ვატარებ. მოვა დრო, როდესაც უნდა გამაცილონ ან გავაცილო. უმთავრესად ესაა იმ სევდის და სინანულის მიზეზი, რასაც ახლა ვგრძნობ..." - წერს სუხიტაშვილი.