logo_geo
eng_logo
„ჩვენი ბატონი დათო ღირსებასთან და სინდისთანაც, ცოტა არ იყოს და... მწყრალად ყოფილა...“
- +

14 ოქტომბერი. 2017. 23:02


უნდა ვივარაუდოთ, რომ როდესაც ე.წ. პრეზიდენტმა ბოიკოტი გამოუცხადა საკონსტიტუციო პროცესს, გათვლა იმაზე კეთდებოდა, რომ ახალშექმნილი კომისია ოთხ თვეში ვერ მოახერხებდა ხარისხიანი დოკუმენტის შემუშავებას, რაც „ოპოზიციას" მისცემდა საშუალებას, კედელთან მიეყენებინა მმართველი პარტია. ასეთ შემთხვევაში ყველა კოზირი „სამართლიანად განაწყენებული" მარგველაშვილის ხელში აღმოჩნდებოდა.


აღნიშნული გათვლის ლოგიკა იმაში მდგომარეობდა, რომ რაც ორ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ვერ მოახერხა „ჭკუით გატენილმა და გამოცდილებით დაბრძენებულმა" დავით უსუფაშვილმა, თავის ხმალაძე-ხიდაშელ-ძაბირაძიანად, როგორ შეიძლება გამოუვიდეს „ახალგაზრდა და გამოუცდელ" კობახიძესო.


...მაგრამ მოხდა ის, რომ „ცადმფრენი" ღრუბლებში აიჭრა, ანუ კონსტიტუციამ ყოველმხრივ გამართული პროექტის სახე მიიღო და მთელი „ოპოზიცია" და ე.წ. პრეზიდენტი თავის აპარატიანად, იძულებული აღმოჩნდნენ, კონკურენტებისთვის გამზადებული „ბროწეულის წვენის ოყნების" ხანგრძლივვადიანი თვითმკურნალობის რეჟიმში გადასულიყვნენ.


რადგან დავით უსუფაშვილი ვახსენე, მის ბოლო პერიოდის „გააქტიურებაზეც" ვიტყოდი ორიოდ სიტყვას. კონსტიტუციის თემისადმი მიძღვნილ ჩემს პირველ წერილში ვწერდი, რომ როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, „ის მზად არ აღმოჩნდა ამ დიდი ამოცანის გადაწყვეტისთვის არც როგორც პოლიტიკოსი და არც როგორც ორგანიზატორი". მაშინ მხოლოდ ამით შემოვიფარგლე, ყურადღება მთავარი თემიდან მეორეხარისხოვანზე რომ არ გადასულიყო. დადგა დრო, შეფასების სისრულისთვის, ისიც ითქვას, რომ დავითი და მისი მეგობრები ვერ აღმოჩნდნენ იმ გაქანების იურისტები, კონსტიტუციას რომ შეეჭიდებიან. 


ზემოთქმულს ისიც უნდა დაემატოს, რომ ჩვენი ბატონი დათო ღირსებასთან და სინდისთანაც, ცოტა არ იყოს და... მწყრალად ყოფილა. ერთი იმიტომ, რომ კონსტიტუციის „კრიტიკის" დროს, ეს იურისტი კაცი, სამართლებრივი არგუმენტების ნაცვლად, ძირითადად, ლიტერატურულ ხერხებს მიმართავს ხოლმე (ეპითეტი, მეტაფორა...), რაც მხოლოდ ერთი დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ სამართლებრივი არგუმენტები, უბრალოდ, არ მოეძევება და ქართველი ხალხის მიერ ყველგან და ყოველთვის უარყოფილი, იმ თამაშში ჩართვას და ფეხის მოკიდებას ცდილობს, ავადსახსენებელი მეორე პოლუსი რომ აწარმოებს;


... და მეორე - შე მამაცხონებულო, 400000 ლარი რომ გაანიავე (ოფიციალური პირების მიერ გასაჯაროებული მონაცემია) წყლის ნაყვაში და ცარიელი ფურცლებით ხელში რომ „ჩააბარე ანგარიში" საზოგადოებას (წინადადებებისა და მოსაზრებების შეგროვებას პარლამენტის ყველაზე დაბალხელფასიანი კურიერიც მოახერხებდა, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე), თუ ცოტა უხერხულობის გრძნობა მაინც გაგაჩნია, გვერდზე გაიწიე და იდექი, რა, თავდახრილი... თუ ეს ის ქვეყანაა, სადაც „ყველაფერი მოსულა"?",


ავტორი: გიორგი ქებულიძე


სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=55142  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner