logo_geo
eng_logo
სუმა ჩაკრაბატი: საქართველო ძლიერი ქვეყანაა, რომელმაც კორუფციის წინააღმდეგ სანიმუშოდ იბრძოლა
- +

15 აპრილი. 2016. 20:44



EBRD-ის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბატის განცხადებით, საქართველო ძლიერი, რეფორმატორი ქვეყანაა, რომელმაც კორუფციის წინააღმდეგ სანიმუშოდ იბრძოლა და ინსტიტუტები გააძლიერა. ამის შესახებ ჩაკრაბატი „ამერიკის ხმას" ესაუბრა და საქართველო საინტერესოდ სამი ძირითადი რესურსის გამო შეაფასა.


„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქართველოს მდიდარი ჰიდრორესურსები აქვს. მას არ აქვს ნავთობი, სამაგიეროდ აქვს წყალი, რომელიც რეგიონისთვის სასარგებლო რესურსია. ჰიდროელექტროენერგიის ექსპორტი შეიძლება მოხდეს, მაგალითად, თურქეთში. ამ მიმართულებით შესაძლებელია მეტი ინვესტირება. საქართველო საინტერესო ეკონომიკაა ჩინეთის ინიციატივისთვის სახელად „ერთი სარტყელი - ერთი გზა". მდებარეობიდან გამომდინარე მას შეუძლია, რეგიონის ერთგვარ ჰაბად იქცეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ინვესტორთა საბჭოს, რათა სწორი მიმართულებით წარიმართოს რეფორმები, რომლებიც საინვესტიციო კლიმატს გააუმჯობესებს და მეტ კერძო ინვესტორს მიიზიდავს", - განაცხადა ჩაკრაბატიმ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner