logo_geo
eng_logo
ირლანდიაში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
- +

15 ოქტომბერი. 2017. 01:18


ირლანდიამ განგაშის წითელი დონე ატლანტიკიდან მოახლოებული ქარიშხალ ოფელიას გამო გამოაცხადა.


ეს არის ყველაზე მაღალი დონის განგაში, რომელიც ირლანდიის საგრაფოებში - გოლუეი, მეიო, კორკი და კერი - გამოცხადდა. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ვარდისფერი დონეა გამოცხადებული.


სინოპტიკოსები ირლანდიის დასავლეთ ნაწილში ქარიშხალს 80 კმ/სთ სიჩქარით პროგნოზირებენ, რომელიც დროდადრო 130 კმ/სთ-მდე გაძლიერდება. არსებობს წყალდიდობის საფრთხეც.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner