კალიფორნიის ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია. ასეულობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. 10 000 მეხანძრე ამ დრომდე ცეცხლის 16 კერად ებრძვის. ქარი ხანძრის ჩაქრობას ართულებს და ცეცხლის ახალ კერებს ქმნის.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს ქვეყნის ისტორიის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძარია. უკვე 100 000 ადამიანია ევაკუირებული.