სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა, 250 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფრომაციით, სომალის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
აფეთქება მოგადიშოში გუშინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბომბა სატვირთო მანქანაში იყო დამონტაჟებული, რომელიც მოგადიშოს ცნობილ სასტუმროსთან იდგა.