საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკშვილის განცხადებით, კოალიციის პარტიების არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილეობა მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის არჩევნების პროცესს.
„ეს არის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი პროცესი. ჩვენი მოწოდება გახლავთ, ჩავატაროთ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები საქართველოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სიტყვის თავისუფლება, შემცირდება დაძაბულობა ადამიანებს შორის და უფრო მშვიდ გარემოში იქნება შესაძლებელი, ადამიანებმა გააკეთონ არჩევანი", - განაცხადა პრემიერმა.