logo_geo
eng_logo
„ყველა ვიყოთ ფხიზლად!“ - მელორ ვაჩნაძე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს!
- +

16 ოქტომბერი. 2017. 03:30


 

მელორ ვაჩნაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მაქვს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" კულუარებიდან...

 

სადაც მიდის ფიქრი და მსჯელობა სერიოზულ არეულობაზე და რამდენიმე სახელმწიფო ობიექტში ერთდროულად შევარდნაზე. ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის ძალისმიერი მეთოდებით დაკავებაზე...

 

ვინაიდან არის ბოლო კვირა არჩევნებამდე და ბოლო შანსი (წინასწარ გათვითცნობიერებული) კალაძესთან პირწმინდად წაგებული არჩევნების შემობრუნების, ხელოვნური ესკალაციის ფონზე უნდათ გადატრიალების მოწყობა!

 

ვაფრთხილებ ამ მოღალატეობრივ ძალებს, უმნიშვნელო მცდელობაზეც კი მთელი თბილისი გამოვალთ გარეთ და მართლა გაჩვენებთ თუ რამდენი ვართ და როგორ ვექცევით ქვეყნის ამრევებს, დამაქცევრებს და მოღალატეებს!!!

 

პ.ს. ყველა ვიყოთ ფხიზლად ამ ბოლო კვირში!!!

 

არ დავღუპოთ ჩვენი ქვეყანა არცერთ პოლიტიკურ ძალას და არ გადავაქცევინოთ ჩვენი თბილისი პოლიგონად!!!!" - წერს ვაჩნაძე.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner