logo_geo
eng_logo
სომალის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 276-მდე გაიზარდა
- +

16 ოქტომბერი. 2017. 10:54


სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 276-ს, დაშავებულთა კი 300-ს მიაღწია.


თავდასხმა 14 ოქტომბერს ერთ-ერთი სასტუმროს მახლობლად მოხდა, სადაც ხშირად მთავრობის წევრები და ჟურნალისტები ჩერდებიან. თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ის სატვირთო ავტომობილით ჯერ სხვა ავტომობილებს და მოტოციკლეტებს შეეჯახა, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ გზაჯვარედინზე შევარდა. იქ მან ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც რამდენიმე ახლომდებარე შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ დაინგრა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner