logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

16 ოქტომბერი. 2017. 11:14


„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე,  ერთი პირი დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა,  დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმად, თითქოსდა მან ერთ-ერთ კომპანიას 165 000 ლარის ღირებულების მომსახურება  გაუწია.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  2-დან 4 წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner