logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ქონების დაგირავება ოპერაციის გასაკეთებლად!
- +

15 აპრილი. 2016. 21:10



„შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი განხორციელდა, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს აღარ აქვთ საჭიროება, რომ საკუთარი სახლი, ქონება დააგირაონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციის გასაკეთებლად და სამკურნალოდ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სისტემის რეფორმირებაზე და ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები იგეგმება.

 

„თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს, იდეალურია. ჯანდაცვის მინისტრი ძალიან აქტიურად მუშაობს არსებული სისტემის მოდიფიკაციაზე, რათა ის გახდეს უფრო მეტად საჭიროებებზე ორიენტირებული, უფრო მეტად მოხდეს რესურსების გადანაწილება ისე, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტად სჭირდებათ დახმარება, მიიღონ უფრო მდიდარი პაკეტი. ხოლო, იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ საკუთარი შესაძლებლობები, რომ თავიანთი ჯანდაცვა უზრუნველყონ, მიიღონ შედარებით მოკრძალებული პაკეტი. ასეთი მოდიფიკაციები დაწყებულია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ეს გადაჭრის იმ პრობლემას, რომ მედიკამენტების დაფარვა იქნება უფრო ფართო და დაფარვა იქნება იმ ადამიანებისთვის უფრო მეტად, ვისაც უფრო მეტი საჭიროებები გააჩნია", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.


აქვე პრემიერმა იმ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში წამლების ფასმა უნდა დაიწიოს.

 

„ამას გარდა, საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი ხორციელდება, რომელიც მნიშვნელოვანწილად იწვევს შედეგებს, როდესაც მედიკამენტების გაიაფებაა დაწყებული. ასევე იგეგმება, რომ ასეთი პარტნიორობის მოდელზე დამყარებული ახალი ფარმაცევტული საწარმოები აშენდეს, როდესაც ჯენერიკები იქნება საქართველოში წარმოებული და ეს თავის მხრივ, კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჯანდაცვის უზრუნველყოფის ხარისხს და მეორე მხრივ, შექმნის ექსპორტის პოტენციალს სხვა ქვეყნების მიმართულებითაც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner