logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ვფიქრობ, ღირს თუ არა კომენტარი გავაკეთო „რუსთავი 2“-ის გუშინდელ გადაცემაზე...
- +

16 ოქტომბერი. 2017. 12:58


„ვფიქრობ, ღირს თუ არა კომენტარი გავაკეთო „რუსთავი 2"-ის გუშინდელ გადაცემაზე? სერიოზულად არ ღირს", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

 

„მსუბუქი და სასხვათაშორისო განსჯისთვის კი რამდენიმე კითხვა უნდა დავსვა:

 

1. ეს ტელევიზია ღიად და დაუფარავად ებრძვის საქართველოს პატრიარქს და საპატრიარქოს დიდი ხანია. რატომ?

 

2. ასევე, ნათელია, რომ ე.წ „ციანიდის საქმეში" „რუსთავი 2" მხარეა. ღიად იცავს დეკანოზ მამალაძეს. რატომ და რა მიზანი ამოძრავებს მათ?

 

3. საქმის დახურული პროცესის მასალების გასაჯაროება - ეს ცალკე კანონის დარღვევაა და უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების გასაჯაროებაც, გავრცელებაც - კანონით აკრძალულია და არ წერია სისხლის სამართლის კოდექსში, რომ გამონაკლისი უფლება აქვს ტელევიზიას, ჟურნალისტს.

 

4. უკანონოდ გასაჯაროებულ ჩვენებაში, რომელიც ფრიად საეჭვო ოხანაშვილს ეკუთვნის, ცრუ, თუმცა სრულიად გაუგებარი და არაფრისმთქმელი ფრაზები ისმის... მაგ. „ნაწილობრივ ერეოდა" (რაში ერეოდა? ვისთან? ვის გამო???). ან ფრაზა - „არ გამოდიოდა მთელი თვე საპატრიარქოდან" - დიდი ბედნიერებაა, მთელი თვე იყო პატრიარქთან, მაგრამ სადაა ეგ ბედნიერება?

 

ეს ფრაზები შეიძლებოდა გამოყენებულიყო ისეთი ცილისმწამებლური ბრალდებებისთვის, რაც გუშინ გაახმოვანა ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ?

 

ჩანდა თუ არა აშკარა სურვილი, არაფრისგან შექმნა მას სკანდალი და არაფრისგან აეგო ცრუ ბრალდება? როგორმე დაეკავშირებინა ჩემი სახელი აბსურდულ და უსინდისო ბრალდებებთან?

 

უდავოდ ასეა! მანიპულირება სიტყვებით ადვილია, მაგრამ ასევე ადვილია დაინახო სიმართლეც, თუ გინდა.

 

მე ველოდები, რა რეაგირება ექნება ამაზე „ობიექტურ" ჟურნალისტურ ქარტიას? ობიექტურ ექსპერტებს...

 

აი, ეს მარტივად და მოკლედ...

 

ოხანაშვილი კი ცალკე თემაა. ასეთ ადამიანს როგორ ებარა პატრიარქის უსაფრთხოება? იმედია, ოხანაშვილის ირგვლივ კითხვებს პასუხი გაეცემა და ბევრი საეჭვო ინფორმაცია რაც ტრიალებს მის ირგვლივ, ეს იქნება ობიექტურად გამოძიებული.

 

აქვე, შევახსენებ ამ ტელევიზიას, რომ მე მსგავსი ცილისწამების გამო გამოვააშკარავე და სასამართლო პროცესი მოვუგე მატყუარა ელისაშვილს. მას დაევალა სწორედ „რუსთავი 2"-ის ეთერში უარყოფა მისი ცრუ განცხადებების. იქნებ ეს გაიხსენოს ამ ტელევიზიამ და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება შეახსენოს მატყუარა და თაღლით მერობის კანდიდატს?!" - წერს ბესელია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner