logo_geo
eng_logo
ელისაშვილისა და ოქრუაშვილის კონფიდენციალური შეხვედრა რესტორან „ურმულში“ - ვიდეოკადრები
- +

16 ოქტომბერი. 2017. 15:00


რამდენიმე დღის უკან რესტორან „ურმულში" თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს შეხვდა. ირაკლი ოქრუაშვილი ცნობილია თავისი პოლიტიკური ამბიციებით. ის საარჩევნო კამპანიებშიც იყო ჩართული, აფინანსებდა მისთვის მისაღებ ფიგურებს, მათ შორის თანამშრომლობდა ნინო ბურჯანაძესთანაც.


არის თუ არა ალეკო ელისაშვილი ამ ფიგურებს შორის?


ოქრუაშვილმა 7 ოქტომბერს საკუთარ facebook-გვერდზე ალეკო ელისაშვილს ღიადაც დაუჭირა მხარი: „გუშინწინ საღამოს კლასელები და ბავშვობის სხვა მეგობრები შევიკრიბეთ, ძველი ნახალოვკელები. მეგობრულ ვახშამს კარგი მიზეზიც შევუთავსეთ, შეხვედრა ვთხოვეთ და მხარდაჭერას შევპირდით ალეკო ელისაშვილს - ენერგიულ, მოტივირებულ, თბილისზე „ჩაციკლულ" კარგ ადამიანს. მე შორიდან ისედაც ვიცნობდი, მაგრამ დანარჩენებისთვის მისმა მოსმენამ მათ მოლოდინს გადააჭარბა".


თავად ელისაშვილი აქამდე ოქრუაშვილის მსგავს პირებთან როგორც მეგობრულ, ისე ფინანსურ კავშირებს ყოველთვის უარყოფდა.


როგორც ალეკო ელისაშვილის შტაბში დაგვპირდნენ, განმარტებას ოქრუაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთებენ.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner