საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ132 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ132 მონაკვეთზე ჩამოსული იყო მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.