logo_geo
eng_logo
გარემოს ეროვნული სააგენტო: ქუთაისში 12 საათში ნალექის ის რაოდენობა მოვიდა, რაც...
- +

16 ოქტომბერი. 2017. 15:54


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში 12 საათში ნალექის ის რაოდენობა მოვიდა, რაც ზოგადად ერთი თვის განმავლობაში ფიქსირდება.


წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ასევე სტრატეგიული ობიექტები.

სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია, რომლის განცხადებითაც, ზარალის დათვლა დაიწყება.

 

„მდინარე ოღასყურამ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა. ჩვენ ყველა გასასვლელი გავუხსენით მდინარეს, თუმცა მას ფიზიკურად არ ჰყოფნის დიამეტრი წყლის ასეთი რაოდენობის გასატარებლად. ეს არის სტიქია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულია, ქალაქში ამხელა ნალექი არ ყოფილა. ყველა შესაბამისი სტრუქტურა მობილიზებულია, მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად. პირველ რიგში, სამაშველო სამსახურები მობილიზებულია საავადმყოფოებთან და სკოლებთან. მივლენ აუცილებლად ყველა იმ ოჯახში, რომელიც დაიტბორა და დახმარებას საჭიროებს. ასევე, დაითვლება ზარალი, რაც ქალაქს სტიქიის შედეგად მიადგა", - განაცხადა შოთა მურღულიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner