14 ოქტომბერს კასპში გაიმართა სახალხო დღესასწაული „კასპობა", რომელიც ღია ცის ქვეშ ნამდვილ საერთო-სახალხო ზეიმად გადაიქცა: მრავალფეროვანი საინტერესო პროგრამით, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით. დღის ბოლოს, საღამოს 18:00 საათზე, მოეწყო საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და კასპის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალებით მომზადებული ანსამბლ „ქართლის" აუდიოალბომის პრეზენტაცია და ,,ქართლის" ვარსკვლავის გახსნა.