საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ71-კმ106 (ნადიბანი-კობი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
ამავე გზის კმ1-კმ70 და კმ107-კმ139 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს პერიოდში აღდგეს ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის საავტომობილო მიმოსვლა.