logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: NDI-ის კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია!
- +

15 აპრილი. 2016. 21:13



NDI-ის კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.



მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კვლევა საინტერესოა და წინასაარჩევნო კამპანიაში გასათვალისწინებელია.



NDI არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. მას ძალიან პოზიტიური როლი აქვს საქართველოში პლურალიზმის დამკვიდრებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. რაც შეეხება კვლევას, მას ახორციელებენ სხვადასხვა კონტრაქტორი კომპანიები, რომლებსაც შესაძლოა, არ ჰქონდეთ იმ დონის პროფესიონალიზმი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ზუსტად გამოხატოს საზოგადოების პრიორიტეტები.

 

 

არ ვიტყოდი, რომ კვლევას არ ვენდობი. მასში არის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებიც ჩემთვის ძალიან საინტერესიოა. არის გარკვეული მომენტები, რომელთა მიმართებაშიც შესაძლოა, მე სხვა განცდები მქონდეს, იგივე „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა პროცენტულ მაჩვენებლთან მიმართებაში... ვფიქრობ, ერთი ხელის მოსმით არ ივარგებს ნეგატიური კომენტარის გაკეთება. შესაძლოა, რაღაცას ვენდობოდეთ ან არ ვენდობოდეთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner