„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს „რუსთავი 2" -მა ახალი მეტროსადგურის „უნივერსიტეტის" გახსნა ისე გვამცნო თითქოს მათ მამა მარჩენალს კიევში უბედურება მოსვლოდეს. რამ გაგამწარათ ასე, რომ არაფერი კარგი არ გიხარიათ რაც ამ ქვეყანაში ხდება. ერთ წუთიანი სინქრონი კურიერის ბოლოს თითქოს ყოველ კვირა იხსნებოდეს მეტროსადგურები. მიშას დროს რომ გახსნილიყო, ეს, სადგური ხომ აიღებდით ყველაფერს", - წერს მჟავანაძე.