logo_geo
eng_logo
ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

16 ოქტომბერი. 2017. 20:57


უცხოური მედიის ინფორმაციით, ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, მადრიდში ვარაუდობენ, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს. ესპანეთში ხანძარს სულ მცირე 31 ადამიანი შეეწირა, 50-მა მძიმე დამწვრობა მიიღო და 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ყველაზე მეტად დაზარალდა კოიმბრისა და კაშტელუ-ბრანკუს რეგიონები.


სულ დაფიქსირდა 65 აქტიური კერა, 32 საკმაოდ ძლიერია. ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას თავადაც შეეცადონ ხანძრების ჩაქრობას, რადგან მეხანძრეები და ტექნიკა ყველა რაიონში მისვლას ვერ ახერხებს.


ესპანეთში ყველაზე ძლიერი ხანძრები მძვინვარებს გალისიაში. დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს.


ესპანეთის მთავრობის მეთაური რეგიონში ჩასვლას და სიტუაციის ადგილზე გაცნობას გეგმავს.


ესპანეთში ცეცხლის 200 კერა აღრიცხეს, მათგან 60 კვირას, 15 ოქტომბერს გაჩნდა. ხანძრის ფართობი 4 ათას ჰექტარს აღემატება, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი ორივე ქვეყანაში გაიზრდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner