BBC-ის ინფორმაციით, ქარიშხალ „ოფელიას" დიდ ბრიტანეთში სამი ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერი ქარის გამო, ირლანდიაში 360 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ერთ-ერთ ქალაქში ქარმა სტადიონს სახურავი გადახდა. ზოგიერთ გზატკეცილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალეს .დახურულია სკოლები.
მთავრობა მოუწოდებს სანაპიროს სიახლოვეს მცხოვრებ მოქალაქეებს სახლიდან გასვლას და მანქანით მგზავრობას მოერიდონ. ქარის სიჩქარე სტიქიის ეპიცენტრში 176 კმ/სთ აღწევს. ჩრდილოეთ ირლანდიაში, უელსსა და შოტლანდიაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. დუბლინის, მანჩესტერის, ბელფასტისა და ედინბურგის აეროპორტიდან 100-ზე მეტი ფრენა გადაიდო. ზოგიერთ რეგიონში ელოდებიან წყალდიდობას.