logo_geo
eng_logo
ირაკლი მექვაბიშვილი: 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განვითარებასა და ზრდაზეა ორიენტირებული
- +

16 ოქტომბერი. 2017. 21:02


აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განვითარებასა და ზრდაზეა ორიენტირებული.


„დღეს საკმაოდ კონსტრუქციული განხილვა გვქონდა. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე ჩვენ დასკვნა მოვამზადეთ, რომელიც კანონით გვევალება. ბიუჯეტი განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულია. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4, 5%-ითაა გათვალისწინებული. შემოსავლების ნაწილში 8 %-იანი ზრდაა. ინფრასტრუქტურის მიმართულებით 500 მილიონიანი ზრდა გვაქვს.

 

ასევე ზრდა ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროშია. ნამატი, რომელიც დაახლოებით 8%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 950 მილიონი ლარია, განაწილებული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება, რომელიც ჩვენი კაპიტალური დაბანდება, ინვესტიციებზე ორიენტაციაა და ასევე სოციალურ სფეროს მოხმარდება.

 

ჩვენ კითხვები და შენიშვნები პარამეტრების დაგეგმვასთან, ეკონომიკურ ზრდასთან, მიმდინარე ანგარიშთან და ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით გვქონდა.

 

ტექნიკური სახის კითხვები იყო. ჩვენი რეკომენდაციები ჩამოყალიბებულია და კოლეგებთან გაზიარებულია. თვისობრივად წინა წელთან შედარებით ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება.

 

ინფლაციური პარამეტრი 3,5 %-ზეა დაფიქსირებული. მიმდინარე წელს 9 თვის შედეგებით ჩვენ 6,2%-ი ინფლაცია გვაქვს. თუმცა ეროვნული ბანკისგან მივიღეთ დასკვნა, რომ ამ ბიუჯეტით ინფლაციური პროცესების და მოლოდინების განვითარება არ მოხდება. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო ვალის სტრატეგიასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, ესეც ჩვენი რეკომენდაცია იყო რომ ეს დოკუმენტი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეიმუშაოს და ამ დოკუმენტის განხილვა მოხდეს", - განაცხადა მექვაბიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner