საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების" შესახებაც ისაუბრა და ის ცვლილებები განიხილა, რასაც „ქართული ოცნება" გეგმავს.
კვირიკაშვილის თქმით, პარტია ახალ სახეებთან კონსულტაციებს აქტიურად მართავს და ახლო მომავალში მათ საზოგადოებაც გაიცნობს.
„არ იქნებიან ესენი „ვიღაც განათლებულები", იქნება ძალიან ბევრი ცნობილი და სანდო სახე. იქნებიან ახალი სახეები, რომლებთაც შეიძლება საქართველო დღეს ნაკლებად იცნობდეს, მაგრამ ესენი არ იქნებიან ახალი კურსდამთვრებულები. გვეყოლება ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავი უკვე დაიმკვირდეს და აქვთ კარგი იმიჯი.
ეს არ იქნება მხოლოდ იდეის გარშემო შეკრებილი ხალხი. უნდა შეიკრას მაქსიმალურად პოზიტიური, მომავალზე ორიენტირებული ერთობა!" - განაცხადა კვირიკაშვილმა.