logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: იქნება ბევრი ახალი სახე, უნდა შეიკრას მომავალზე ორიენტირებული ერთობა!
- +

15 აპრილი. 2016. 21:15



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ჟურნალისტებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების" შესახებაც ისაუბრა და ის ცვლილებები განიხილა, რასაც „ქართული ოცნება" გეგმავს.


კვირიკაშვილის თქმით, პარტია ახალ სახეებთან კონსულტაციებს აქტიურად მართავს და ახლო მომავალში მათ საზოგადოებაც გაიცნობს.



„არ იქნებიან ესენი „ვიღაც განათლებულები",  იქნება ძალიან ბევრი ცნობილი და სანდო სახე. იქნებიან ახალი სახეები, რომლებთაც შეიძლება საქართველო დღეს ნაკლებად იცნობდეს, მაგრამ ესენი არ იქნებიან ახალი კურსდამთვრებულები.  გვეყოლება ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავი უკვე დაიმკვირდეს და აქვთ კარგი იმიჯი.

 

ეს არ იქნება მხოლოდ იდეის  გარშემო შეკრებილი ხალხი. უნდა შეიკრას მაქსიმალურად პოზიტიური, მომავალზე ორიენტირებული ერთობა!" - განაცხადა კვირიკაშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner