ჯერ ერთი, იმიტომ არის ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი მაგარ შარში, რომ რამდენიმე დღის წინ რესტორან „ურმულში" თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა. ვიდეოც გამოუქვეყნეს, რესტორნისკენ მიემართებიან ამაყად, თბილისი უკვე თავიანთი ჰგონიათ. შარია, აბა, რა არი? იქიდან მოყოლებული, რაც ირაკლი ოქრუაშვილი სააკაშვილს განუდგა, ვისთანაც კი საქმე დაიჭირა, ყველა ჩაიძირა. მოგვიანებით ალექსანდრე (ალეკომაც) გამოაქვეყნა ვიდეო და თან განმარტა: მერე რაო, შევხვდი და დიდად კმაყოფილიც გახლავართ, 30 კაცს შემახვედრა, მხარს მიჭერენ და მპირდებიან, რომ გამარჯვებაში დამეხმარებიანო. ოქრუაშვილს ძველი დარდები აწუხებს, არ უნდა, ვერ ინელებს კახა კალაძის წარმატებებს. ჰეეეე... ეგ აუტანლობა წლების წინ დაეწყო, როცა გამოვიდა და თქვა, კალაძე არ მახარებს, მავიწროვებს და სულ კუდში დამდევსო. მეტი საქმე არ აქვს კალაძეს, ოქრუაშვილს სდიოს კუდში, მაგრამ როცა სააკაშვილი ისე შეგაშინებს, რომ სულ ვირთხები, ვირთხები და ვირთხები გელანდება, გგონია, რომ დაგდევენ.
შარია-მეთქი, ბიჭო, შარიიი... აგერ, ახლა ჟურნალმა „თბილისელებმა" გლიჯა ექსკლუზივი, ბატონ ალეკოს სხვა შვილიც ჰყოლია, უფრო პატარა, რომელსაც საარჩევნო პერიოდში დაატარებს და ხან სხვის ბავშვად ასაღებს, ხან კიდევ თავისადო. რამდენიმე ამონარიდი სტატიიდან:
„ის, რომ ოჯახი ადამიანის სარკეა, თბილისი პატარა ქალაქია და ინფორმაცია არ იმალება, ძველი ამბავია. თუმცა, ახალი ის ინფორმაცია აღმოჩნდა, რომელსაც არ დავიჯერებდით, წყაროს რომ არ მოეწოდებინა ფოტოები, თბილისში გავრცელებული ხმები ჩვენამდე არ მოსულიყო და საკუთარი თვალითაც რომ არ გვენახა - ბოლო დროს ხშირად შენიშნული ალეკო ელისაშვილი 5 წლის ანდრიასთან ერთად სკვერში ხელჩაკიდებული. კითხვაც აქედან გაგვიჩნდა, ვიცოდით, რომ პოლიტიკოსსა და მერობის კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს ფაქტობრივი ქორწინებიდან 12 წლის ერეკლე და 11 წლის ალექსანდრე ჰყავს. მერე რაო, იკითხავს ვიღაც, არც არაფერი და ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ იბადება კითხვა: გულმხურვალე პოლიტიკოსი, რომელიც ცას და ქვეყანას თავს მამა აბრამის ბატკნად წარუდგენს, თუნდაც, სხვა გარემოებებში დაბადებულ შვილს თუ არ უვლის, ქვეყანას როგორ მოუვლისო"?!
ვახ, ეს ჟურნალ „თბილისელების" ჟურნალისტებიც ამდგარან და პირდაპირ ბავშვის დედასთან დაურეკავთ... მარიამ, ისაო, ესაო და მართალიაო? პასუხი: „გააჯ..ი ახლა, გესმის, თავიან-ფეხიანად"!
ვაიმეეეეე... ეს რა წავიკითხე? ეს რა პასუხია, ან რა ზრდილობა და მიმართვაა? ესე იგი, ალეკო მართლა შარშია. არა, ესენიც მაგრები არიან, მას შემდეგ, რაც ვინმე მარიამმა ასეთი „ლამაზი" პასუხი გაუშვა, ახლა ალეკოს გადაურეკეს... ისაო, ესაო და მართალიაო? ახლა ვნახოთ ჟურნალისტისა და ალექსანდრე (ალეკოს) დიალოგი:
- ბატონო ალეკო, „თბილისელებიდან" გირეკავთ. ჩვენ როგორც ვიცით, ორი შვილი გყავთ და 5 წლის ანდრიასთან ერთად დაგინახეთ და ინფორმაციის დასაზუსტებლად გირეკავთ, სხვა ქორწინებიდან გყავთ?
- თქვენ არ გეუხერხულებათ?... კარგით, რაა...
- ბატონო ალეკო, ჩვენ დასაზუსტებლად გირეკავთ, შვილი ყოლა კი არაა საუხერხლო, გვითხრეს ყურადღებას არ აქცევსო...
- კარგით რაა... კარგით რაა...
ბატონმა ელისაშვილმა ტელეფონი გაგვითიშა და ჩვენს შემდომ ზარსაც აღარ უპასუხაო, ამბობენ სახტად დარჩენილი "თბილისელები". აი, ხედავთ? კარგით, რაააა, კარგით, რაააა, ოოოოჰ, ვაიმეეეეე, არ გრცხვენიათ? მოკლედ, შარია ეს ცხოვრება, რაააა... ბავშვს წაიყვან სადმე მეზობლისას ან მეგობრისას, ეგრევე აგიგორდება ჭორი, გინდა თუ არა, შენიაო... არ ითხოვებ ბავშვსა და რაა მამული და არჩევნები უმისოდ? გადმოდგებიან და დაიწყებენ, ერთი-ორი ბავშვი ისე, ჩუმად როგორ არ უნდა გყავდესო? შენ რა კაცი ხარო? თბილისს რანაირად უნდა მიხედოო? ისე, თუ გყავს, მარტო არჩევნების პერიოდში რატომ აჩენ? რა, ქულებს იწერ?!
ვატყობ, ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი იძირება, აქეთ ოქრუაშვილი აპირებს მისი ხელით ნარის გლეჯვას, აქეთ სკანდალი ეჩითება - ბალღი გყოლია სადღაც და არ კისრულობ, იმისთვის ვერ მიგიხედავს, დედა თბილისს რანაირად უნდა მიხედოვო? ეჰ, ბატონო ალეკო, წადი, კაცო, მიხედე იმას... რა ჰქვია... რავი, რას უნდა მიხედო? წადი, ცოტა ხანს გამოიძინე, გაიღვიძებ და კალაძე უკვე მერი იქნება, მშვიდად შეხვდი ამ ამბავს, გული არ გაიტეხო, ისევ მოვა ოთხი წლის შემდეგ არჩევნები, ისევ იყრი კენჭს, ისევ წააგებ და ეგრე, რააა, გავა ცხოვრება თამაშ-თამაშში, აბა, რას იზამს?!
P.S. იცით, ფინალი როგორი იქნება? ალეკო რომ წააგებს, ოქრუაშვილი ჩახმახს გადასწევს, გადმოსწევს, მისწევს, მოსწევს და ჰაერში ბაბაააააახ! ეს კიდევ ხელებს ასწევს და იტყვის: არ მესროლო, ალეკო ვარ!
გელა ზედელაშვილი