ხარაგაულის რაიონში ძლიერი ნალექის შედეგად მდინარე ჩხირიმელა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ლაშეში გზის ნაწილი წაიღო. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
სოფლის გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს, რის გამოც რაიონულ ცენტრში ავტომანქანებს გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მაღრაძის თქმით, გზის აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.