logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: რეალობიდან გამომდინარე, თბილისში მეორე ტური არ იქნება!
- +

16 ოქტომბერი. 2017. 22:09


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგის სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„მე პირადად, როგორც რიგით ამომრჩეველს, მეორე ტური არ მინდა. არ მინდა ერთი, უმარტივესი მიზეზის გამო - ნაცები არ უნდა დაფიქსირდნენ მთავარ ოპოზიციურ ძლად.

 

„...ალბათ, იქნება მეორე ტური იმიტომ, რომ ბევრი სუბიექტი მონაწილეობს... უამრავი ადამიანი უნდა ავირჩიოთ: ქალაქის მერი, გამგებლები და ა.შ. ანუ ბევრი ასარჩევი სუბიექტია. შესაბამისად, მეორე ტურის ალბათობას არ გამოვრიცხავ. უფრო მეტსაც გეტყვით - მე მგონია, რომ მეორე ტური იქნება იმაზე მეტი, ვიდრე მოლოდინია. მაგრამ არა მგონია, რომ თბილისში მეორე ტური გახდეს საჭირო..."

 

ზურაბ ბიგვავას ძალიან საინტერესო ანალიზი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება - ვაშა, დიდ არს ჩვენი „ოცნება" და ა.შ. აღტკინებული შეძახილებისგან, რადგანაც არის მსჯელობა მეორე ტურზე.

 

თბილისში მეორე ტური არ იქნება - ამბობს ბატონი ზურაბი და აბსოლუტურად ვეთანხმები. არ სჭირდება სასოწარკვეთილი ნაცების და ელისაშვილის გარდა და ეს რეალობიდან გამომდინარე, ნამდვილად არ იქნება.

 

დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, საკრებულოში ნაცების გაყრა მხოლოდ პატრიოტთა ალიანსს შეუძლია, რისი პოტენციალიც მათ გააჩნიათ.

 

ინაშვილმა თავისი აქტივობთ დაადასტურა ის, რომ მისი გათვლა არა მერის სავარძელი, არამედ საკრებულოში იმ პოლიტიკური ძალის შესვლაა, რომელიც ქართულ არსს წარმოადგენს, რომელიც ლატენტური ნაცების საპირწონედ არის მომართული და ადგილობრივ თვითმმართველობას რეალური მსჯელობის ინსტიტუტად აქცევს ბოკერიას თავისი გათვლები აქვს, რომელიც მეორე ტურში ხოშტარიას გასვლას არ ითვალისწინებს, ზედმეტი ფინანსების, ზედმეტად საჯაროდ გამოჩენის (რაც ძაალიან წამგებიანია) და რეალურ ლიდერად კორუმპირებული გიგი უგულავას ვადაზე ადრე წარმოჩენის გამო", - წერს გაბრიჭიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner