logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მე არ ვსარგებლობ საყოველთაო ჯანდაცვით და ვფიქრობ, არც მინისტრები უნდა სარგებლობდნენ
- +

15 აპრილი. 2016. 21:16



მე შემიძლია გითხრათ, რომ მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმირებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ის თავადაც არ სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვით და მიაჩნია, რომ ადამიანები, რომლებსაც საკმარისი შემოსავალი აქვთ სამკურნალოდ, უნდა სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით.


„ნებისმიერი რეფორმა საჭიროებს დროთა განმავლობაში კორექტირებებს. კორექტირება საჭიროა ჯანდაცვის რეფორმისთვისაც, რათა თითოეული დახარჯული თეთრი იყოს უფრო ეფექტურად გამოყენებული. უფრო ეფექტურად გამოყენება ნიშნავს იმას, რომ მათ, ვისაც მეტი საჭიროება აქვთ, მიიღონ უფრო მეტი.

 

მე შემიძლია გითხრათ, რომ მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი. ვფიქრობ, რომ ამას მინისტრები საკუთარი შემოსავლით უნდა უზრუნველყოფდნენ. მე მაქვს კერძო ჯანდაცვის პაკეტი. არ ვსარგებლობ საყოველთაო ჯანდაცვით და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც საკმარისი შემოსავალი გააჩნიათ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner