ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ამ წუთებში, კახი და 6 სხვა კანდიდატი იღებს მონაწილეობას ტელედებატებში „რუსთავი 2"-ზე. პირველივე გამოსვლაში ექვსივე თავს დაესხა კალაძეს.
იბადება კითხვა:
კახიმ მომდევნო 2 წუთში, (დრო თანაბრად აქვს ყველა კანდიდატს) ამ 6 სუბიექტს უნდა უპასუხოს თუ ამომრჩეველს უნდა გააცნოს საკუთარი პროგრამა?
მეგობრებო, ასე იწყება არჩევნების გაყალბება, ამომრჩეველზე ფალსიფიცირებული შთაბეჭდილების შექმნა, მაყურებელზე ზეწოლა.
პარალელურად მიმდინარეობს ასევე ყალბი ინტერაქტივი - რომლის ეთერიდან მოხსნაც მოითხოვა კახა კუკავამ, მაგრამ გვარამია - რის გვარამიაა, რომ ეს სამართლიანი მოთხოვნა შეესრულებინა.
რა თქმა უნდა კალაძე ამ დებატებშიც - კალაძეა და გამარჯვებული გამოვა ეთერიდან, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს, ეს კოაბიტაციური ჩათლახობის ტირაჟირება - არ ვიცი!
21 ოქტომბერს - კახი კალაძე უნდა გახდეს ჩვენი თბილისის - სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი!" - წერს ყანდიაშვილი.