logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: რა თქმა უნდა კალაძე ამ დებატებშიც - კალაძეა და გამარჯვებული გამოვა ეთერიდან!
- +

16 ოქტომბერი. 2017. 23:03


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ამ წუთებში, კახი და 6 სხვა კანდიდატი იღებს მონაწილეობას ტელედებატებში „რუსთავი 2"-ზე. პირველივე გამოსვლაში ექვსივე თავს დაესხა კალაძეს.

 

იბადება კითხვა:

 

კახიმ მომდევნო 2 წუთში, (დრო თანაბრად აქვს ყველა კანდიდატს) ამ 6 სუბიექტს უნდა უპასუხოს თუ ამომრჩეველს უნდა გააცნოს საკუთარი პროგრამა?

 

მეგობრებო, ასე იწყება არჩევნების გაყალბება, ამომრჩეველზე ფალსიფიცირებული შთაბეჭდილების შექმნა, მაყურებელზე ზეწოლა.

 

პარალელურად მიმდინარეობს ასევე ყალბი ინტერაქტივი - რომლის ეთერიდან მოხსნაც მოითხოვა კახა კუკავამ, მაგრამ გვარამია - რის გვარამიაა, რომ ეს სამართლიანი მოთხოვნა შეესრულებინა.

 

რა თქმა უნდა კალაძე ამ დებატებშიც - კალაძეა და გამარჯვებული გამოვა ეთერიდან, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს, ეს კოაბიტაციური ჩათლახობის ტირაჟირება - არ ვიცი!

 

21 ოქტომბერს - კახი კალაძე უნდა გახდეს ჩვენი თბილისის - სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი!" - წერს ყანდიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner