„წინა დებატებზე კანდიდატები საუბრობდნენ ჩემზე და არა იმაზე თუ რას აპირებენ", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, გადაცემა „არჩვევანში" განაცხადა. კალაძემ ასევე „ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატს ელენე ხოშტარიას შემდეგი ტექსტით მიმართა:
„სხვათაშორის ქალბატონი ელენესი (ელენე ხოშტარია) მართლა მიკვირს, იმიტომ, რომ მე თქვენ გიცნობთ როგორც ინტელექტუალურ ქალბატონს და დღეს, როგორც ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ისე საუბრობთ", - მიმართა კალაძემ ხოშტარიას.