„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გადაცემა „არჩევანში" გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ ის აპირებს განსახორციელებელ პროექტებზე, რომელსაც მოსახლეობას ჰპირდება, რომ განახორციელებს.
„მზად ვარ ვისაუბრო განსახორციელებელ პროექტებზე. ეს ისევ გრძელდება. ესენი საუბრობენ ჩემზე...
მე მოსახლეობას ვაძლევ პირობას, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც ასე იქნება. ჩვენ ვისაუბრებთ გაკეთებულ საქმეებზე, განხორციელებულ პროექტებზე და ეს ქალბატონი, ელენე ხოშტარია და ამის თანაგუნდელები ისაუბრებენ ჩვენს გაკეთებულ საქმეებზე. ამას ვპირდები ნამდვილად მოსახლეობას", - განაცხადა კახა კალაძემ.