logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ეს არის მათი რეალური სახე! კოლექტიური ბედუკაძეები ხართ ყველა!
- +

17 ოქტომბერი. 2017. 03:03


„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატს „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში აჩვენა 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის ფოტოები და კითხვით მიმართა „იღებენ თუ არა აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას?"

 

„ეს არის რეალური სახე იმ ყველაფრის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. კოლექტიური ბედუკაძეები ხართ ყველა! მინდა მივმართო საზოგადოებას - გაძლევთ პირობას, საქართველოში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარ მოქალაქეებზე. მათ დაიწყეს ვარდებით და დაასრულეს ცოცხებით, ხელკეტებით, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ შიდა მოხმარებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner