საქართველოში საკონცერტო ტურნეს მართავს ქალთა ლატვიური ანსამბლი „ერა", რომელიც დასკვნით კონცერტს 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოადგენს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
ქალთა ლატვიური ანსამბლ „ერას" სასიმღერო რეპერტუარი მრავალმხრივია: ლატვიური ფოლკლორი, ჯაზი, თანამედროვე და ორიგინალური ნაწარმოები. ჯგუფი შედგება 6 მომღერლისგან და ლატვიაში ის მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო ანსამბლად.
„ერას" საქართველოში სტუმრობის მთავარი მიზანია, გააცნოს მსმენელს ლატვიური მუსიკალური კულტურა და საშემსრულებლო ოსტატობა.
„,ერამ" მგალობელ-მომღერალთა გუნდ „დიდგორთან" ერთად, 12-18 ოქტომბერს, საკონცერტო ტურნე გამართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბოლნისში, თბილისში, ამბროლაურში, ონში. კონცერტებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის გუნდები
ტურნეს ორგანიზატორები: მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი".
მხარდამჭერები: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი;
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;
ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია;
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობა.