logo_geo
eng_logo
გიორგი ფარეშიშვილი: 24 წელი ელოდებოდა, საკუთარ ენაზე დაეტირებინათ...
- +

17 ოქტომბერი. 2017. 12:13


საინფორმაციო ცენტრის „NATO-სა და ევროკავშირის შესახებ" დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„24 წლის შემდეგ ჩამობრძანდა საკუთარი სამშობლოს დედაქალაქში...

 

24 წელი ელოდებოდა, საკუთარ ენაზე დაეტირებინათ...

 

24 წელია, კაცს, რომელმაც მტერს არ დაუჩოქა, სამების საკათედრო ტაძარში ეთხოვება საქართველო!

 

საქართველოს ეროვნული გმირი - გურამ გაბესკირია თავის 24 თანამემამულესთან ერთად დაბრუნდა დედაქალაქში!

 

სულ მინდოდა, საფლავი მაინც მენახა მისი, მე დამეჩოქებინა და მადლობა მეთქვა, რადგან მტერს არ დაუჩოქა, რადგან ღირსება შეუნარჩუნა ქართველ კაცს, რადგან სხვანაირად დამანახა, როგორ უნდა დაუმტკიცო სამშობლოს საქმით სიყვარული - დღეს ჩემი ნატვრა ახდა და დავუჩოქე, დავუჩოქე მის წმინდა ნეშტს და ვმადლობდი საქართველოსთვის, სოხუმისთვის, იმედისთვის, რაც თავგანწირვით მოიტანა!

 

დღეს უკვე უკანასკნელად ჩაეხუტება საკუთარ მიწას, დიახ, საკუთარს, რადგან მან ეს დაიმსახურა, მიისაკუთრა საქართველოს მიწა, დაიმსახურა ეროვნული გმირის სახელი!

 

მასწავლებლებო, მშობლებო - წამოიყვანეთ თქვენი სტუდენტები, მოსწავლეები, კოლეგებო, მეგობრებო... ყველას, ვისაც სამშობლო მხოლოდ სუფრაზე გასახსენებელი ცნება არ გვგონია... უკანასკნელად მივაგოთ პატივი ჩვენს მამულიშვილებს...

 

დიდება გმირებს!

დიდება სამშობლოს!" - წერს ფარეშიშვილი.


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner