logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ეს კადრები რომ ბუნებაში არსებობს, თავისთავად ამაზრზენია!
- +

15 აპრილი. 2016. 21:34



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თამარ ჩერგოლეიშვილის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მოხერხდა საზოგადოებისთვის 2012 წელს მიცემული დაპირებების შესრულება, უპასუხა, რომ ამჟამად პარლამენტი მნიშვნელოვანი სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმაზე მუშაობს, რაც მოსახლეობას ყოფას ნამდვილად შეუმსუბუქებს.  



„გააკეთეთ ძალიან ბევრი არარეალისტური დაპირება 2012 წელს. მათ შორის იყო კომუნალური გადასახადების მნიშვნელოვანი შემცირება და რიგ შემთხვევებში მთლიანად გათავისუფლება გადასახადებისგან", - მიმართა ჟურნალისტმა პრემიერს.  

 

„დაპირებების 100%-ით შესრულება ბუნებაში ვერ ხდება. რაც შეეხება ტარიფების განულებას, ჩვენი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა მომავალში გახდება უფრო ფოკუსირებული იმ ფენებზე, რომლებსაც ეს უფრო მეტად სჭირდებათ.

 

რაც შეეხება დევნილების სოციალური უზრუნველყოფის დონეს და დაფარვას, სწორედ ამიტომ სოციალური უზრუნველყოფის სიტემის რეფორმაა გასატარებელი და ეს იქნება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იმისა, რომ მოსახლეობის იმ ფენებზე, რომლებსაც უფრო მაღალი საჭიროება გააჩნიათ, პრიორიტეტები გვექნება განსაზღვრული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გურიის გუბერატორ გია სალუქვაძის შესახებ, რომ იგი წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი ინფრომაცია მას არ აქვს.

 

„საკადრო ცვლილებები აქამდეც იყო და არც მომავალშია გამორიცხული. თუ დადასტურდება, რომ სალუქვაძე უშუალოდ მონაწილეობდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ამ გადაწყვეტილებას  აუცილებლად მივიღებ. ჩემთის ეს არის ამაზრზენი ფაქტი. ეს კადრები რომ ბუნებაში არსებობს, თავისთავად ამაზრზენია!

 

ეს არის საშინელება, რომ ეს კადრები არსებობს, მაგრამ არანაკლები საშინელებაა ის, რომ ღია სივრცეში ვაჩვენოთ ეს ყველაფერი. ჩვენი უშიშროება 24 საათი მორიგეობს, რომ სადმე არ გამოჩნდეს ეს კადრები და თუ გამოჩნდა, იმ წამსვე დაბლოკონ. ესეც თავისთავად მარაზმია, მაგრამ ჩვენ ვიმყოფებით იმ რეალობაში,  სადაც ამ კადრების გავრცელება მოესწრო და დღეს ეს გამოწვევა გვაქვს.

ერთადერთი გამოსავალია, რომ ყურადღება გადავიტანოთ სხვა თემებზე. ჩვენ დავამკვიდრებთ უფრო მაღალ სტანდარტს და ეს სტანდარტი იქნება გაცილებით მეტი პატივისცემა ჩვენი მოქალაქეების და მკაფიო წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს. პირობას გაძლევთ, რომ სანამ მე ვარ პრემიერ- მინისტრი, ასეთ საჯარო ჩვენებები არ მოეწყობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner