logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია „იბერიას“: ესაა კოლეგიალობა? ესაა ჟურნალისტური სოლიდარობა? ბრავო, თქვენ...
- +

16 ოქტომბერი. 2017. 12:43


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „იბერიას" და თავის მეგობრებს მიმართავს, ვინც აღნიშნულ ტელეკომპანიაში მუშაობს.


„ტელეკომპანია „იბერია" -ასე, ღიად მოგმართავთ და მივმართავ ყველა ჩემს მეგობარს, ვინც მანდ მუშაობთ. რაც მე თქვენი ტელევიზია მირეკლამებია, რამდენი მხარდაჭერაც და სიყვარულიც თითოეული თქვენგანის მიმართ ღიად გამომიხატავს, იმის ღირსი ვიყავი, რომ სწორედ იმ დღეებში, როცა ზნედაცემული ადვოკატი ზაქარეიშვილი, ყველაზე ბინძური ფორმებით მიპირისპირდებოდა ჩემი შვილის ქორწილის ამბების გამო, ეს კაცი პირდაპირ ეთერში დაგესვათ და მარიამის ქორწილზე გელაპარაკებინათ? ესაა კოლეგიალობა? ესაა ჟურნალისტური სოლიდარობა? ბრავო, თქვენ. მეგონა, აღარაფერი გამაკვირვებდა. ყოჩაღ, ლიზა ვადაჭკორია, გამარჯობას არ გეტყვი ცხოვრებაში, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველას, ვინც ამის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა", - წერს ინგა გრიგოლია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner