logo_geo
eng_logo
არაოფიციალური მონაცემებით, ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სოორანბაი გეენბეკოვმა გაიმარჯვა
- +

17 ოქტომბერი. 2017. 13:04


ყირგიზეთში გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში, არაოფიციალური მონაცემებით, გამარჯვება მოიპოვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა სოორანბაი გეენბეკოვმა.


მედიით გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური აღარ ჩატარდება.


ყირგიზეთის ცესკო-ს თავმჯდომარემ ნურჟან შელდაბეკოვამ განაცხადა, რომ საარჩევნო ყუთების უმრავლესობა გაიხსნა და დათვლილი ბიულეტენებიდან ამომრჩეველთა 55.93%-მა გეენბეკოვს მისცა ხმა.


შელდაბეკოვის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობდა 11 კანდიდატი, რომელთაგან მეორე ადგილზე გავიდა რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი ომურბეკ ბაბანოვი.


ყირგიზული საარჩევნო კანონმდებლობით, არჩევნების საბოლოო ოფიციალურ მონაცემებს 20 დღეში გამოაცხადებენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner