საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი დავით მუჯირი კარიერას თურქულ „ანთალიასფორში" გააგრძელებს.
18 წლის ფეხბურთელმა უკვე გამართა სადებიუტო მატჩი ახალი კლუბის 19 წლამდელთა შემადგენლობაში, მუჯირმა „ოსმანლისფორის" წინაააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, შეხვედრა ანთალიელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გუნდი 5 ტურის შემდეგ გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი გენერალური მდივნისა და წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, დავით მუჯირის ვაჟია.