logo_geo
eng_logo
უამინდობის შედეგები ბათუმში
- +

17 ოქტომბერი. 2017. 13:57



ბათუმში განვითარებულმა უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი  ქვიშითა და ქვაღორღით დაფარა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.


„მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და სამაშველო ბრიგადები. დილიდან „აკვაპარკი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულია შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

ბათუმში მოსული უხვი ნალექისა და ქარის შედეგად უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს და რამდენიმე მოქალაქის საცხოვრებელ სახლს დაუზიანდა სახლის სახურავი. ასევე, შეიქმნა   წყლის გამტარუნარიანობის პრობლემა არდაგანის ტბის მიმდებარედ,  ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, თუმცა, ერთდროულად მოსული დიდი რაოდენობით ნალექის გამო დაგროვებული წყლის გადინება დროის მცირე მონაკვეთში შეფერხდა.

 

გარდა ამისა, ქარმა მოშალა რამდენიმე სარეკლამო ბანერი და სამშენებლო ღობე. მერიის შესაბამისმა სამსახურმა უკვე გააფრთხილა კერძო მესაკუთრეები, რათა პრობლემების დროულად აღმოფხვრა მოხდეს. ქალაქის სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს. შეუფერხებლად გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

წყალმომარაგება აღდგენილია ყველგან, გარდა ჩაქვისა და ჩაისუბნის ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებისა. წყალმომარაგება სრულად სათავე ნაგებობაზე წყლის დონის დაწევისთანავე აღდგება.

 

შპს „ბათუმის წყლის" მობილური ჯგუფები რეგულარულად ახორციელებენ ქუჩების მონიტორინგს. გადაადგილების პრობლემა არ შექმნია საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

 

ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ბათუმის აბონენტებს შეუფერხებლად მიეწოდება", - ნათქვამია განცხადებაში.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner