logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ეს იყო რეალობა, რომელიც ყველა ჩვენგანმა გაიარა!
- +

15 აპრილი. 2016. 21:35

 

 

„ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ გაცილებით უფრო სწრაფად განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა", - ამ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აკეთებს. მისივე თქმით, მერყეობას ყოველთვის ჯობია, გაბედული გადაწყვეტილება მიიღო.


„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, ეს შეიძლება რამდენიმე მიმართულებით იყოს. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ გაცილებით უფრო სწრაფად განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა. კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო წარსულში გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს იყო გამოწვეული იმ ანტაგონიზმით და კონფრონტაციით, რომელიც ქვეყანაში არსებობდა. წინა პერიოდის გადაწყვეტილებები დაწუნებულ იქნა, მომავალში რაღაც პროექტები შესაძლოა გაგრძელებულიყო უფრო ჩქარა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას გააჩნდა კონკრეტული მიზეზები და ეს მიზეზები იყო წარსულში მიღებული არაერთი გადაწყვეტილება. ამაზე საუბარი აღარ მინდა, რადგან, მგონია, ჩვენს მოქალაქეებს იმის მოსმენის ინტერესი აღარ აქვთ, რა და როგორ ხდებოდა, ეს იყო რეალობა, რომელიც ყველა ჩვენგანმა გაიარა.

 

ჩვენ გავიარეთ რთული პერიოდი, ნამდვილად არ გვქონია მარტივი მემკვიდრეობა, მიუხედავად ჩვენი ოპონენტების მტკიცებისა, თითქოს ჩვენ კარგი მემკვიდრეობა მივიღეთ. მოგვიწია ბევრი დაბრკოლების გადალახვა და ამ დაბრკოლებების გადალახვაში იყო წმინდა ემოციური გადაწყვეტილებებიც, რომელიც შესაძლოა, იმ ეტაპზე არ ყოფილიყო მიღებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალში ვიქნებით უშეცდომოები. შეცდომებს ყველა უშვებს, მთავარი მათი აღიარება და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა. მერყეობას ყოველთვის ჯობია, გაბედული გადაწყვეტილება მიიღო, ამას ჩემი გამოცდილების მაგალითებიც მეუბნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner