logo_geo
eng_logo
უკრაინის პრეზიდენტი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნისთვის პარლამენტს სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდებს
- +

17 ოქტომბერი. 2017. 14:32



უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დეპუტატებს მოუწოდებს, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ კანონპროექტის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი შექმნან. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტში პეტრო პოროშენკოს წარმომადგენელმა ირინა ლუცენკომ განაცხადა.


„პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას და შემუშავდეს კანონპროექტი, რომელსაც ის ყველა ფრაქციებთან შეთანხმებით პარლამენტში შეიტანს და პარლამენტს შესთავაზებს, მისი განხილვა დაუყოვნებლივ მოხდეს", - განაცხადა ლუცენკომ.


მისი თქმით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია საკმარისი სახსრები ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნისა და დაფინანსებისთვის.


კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner