ა. წ. 16-17 აპრილს „ქართველ-სომეხთა კავშირი" ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ფარგლებში ახორციელებს 2-დღიან კულტურულ გაცვლით პროგრამას სახელწოდებით: „ჩვენი თბილისი", რომლის ფარგლებშიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან მოხდება ეთნიკურად სომეხი ეროვნების ახალგაზრდების ქ. თბილისში ექსკურსიაზე ჩამოყვანა და მათი ადგილობრივ ოჯახებში განთავსება.
თბილისში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდები მოინახულებენ:
_ ქ. თბილისის სომხურ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, გაეცნობიან მის ისტორიას. ასევე, შეხვდებიან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს არმენაკ ბაიანდურიანს და დასის წევრებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება ფოტოსესია;
_ ქ. თბილისის „ეჩმიაძინის" და სურბ გევორქის სახელობის სომხურ ეკლესიებს, ასევე წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარს, ნარიყალას ციხე-სიმაგრეს და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას;
_ ქართველი და სომეხი ეროვნების მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონებს (მთაწმინდა, დიდუბე და ხოჯევანქი);
_ საქართველოს პარლამენტს და იუსტიციის სახლს;
_ ქ. თბილისის მუზეუმებს, ბოტანიკურ ბაღს და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს.
ორგანიზაციის ოფის-მენეჯერი: მარიამ არაქელოვა
მობ: 595-00-48-84