logo_geo
eng_logo
„ქართველ-სომეხთა კავშირი“ 2 დღიან კულტურულ გაცვლით პროგრამას „ჩვენი თბილისი“ ახორციელებს
- +

15 აპრილი. 2016. 21:38



ა. წ. 16-17 აპრილს „ქართველ-სომეხთა კავშირი" ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ფარგლებში ახორციელებს 2-დღიან კულტურულ გაცვლით პროგრამას სახელწოდებით: „ჩვენი თბილისი", რომლის ფარგლებშიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან მოხდება ეთნიკურად სომეხი ეროვნების ახალგაზრდების ქ. თბილისში ექსკურსიაზე ჩამოყვანა და მათი ადგილობრივ ოჯახებში განთავსება.



თბილისში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდები მოინახულებენ:



_ ქ. თბილისის სომხურ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, გაეცნობიან მის ისტორიას. ასევე, შეხვდებიან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს არმენაკ ბაიანდურიანს და დასის წევრებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება ფოტოსესია;



_          ქ. თბილისის „ეჩმიაძინის" და სურბ გევორქის სახელობის სომხურ ეკლესიებს, ასევე წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარს, ნარიყალას ციხე-სიმაგრეს და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას;



_          ქართველი და სომეხი ეროვნების მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონებს (მთაწმინდა, დიდუბე და ხოჯევანქი);



_ საქართველოს პარლამენტს და იუსტიციის სახლს;



_          ქ. თბილისის მუზეუმებს, ბოტანიკურ ბაღს და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს.



ორგანიზაციის ოფის-მენეჯერი: მარიამ არაქელოვა

მობ: 595-00-48-84



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner