logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო: არ შეიძლება იმის დაშვება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკანებმა ტრაგიკული მოვლენები გაიმეორონ
- +

17 ოქტომბერი. 2017. 16:42



უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.


„გაგებით ვეკიდები აქციებს და პატივს ვცემ მათ მონაწილეებს. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვითხოვ სამართალდამცველებისგან, აქციის მშვიდობად ჩატარება უზრუნველყონ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაშვება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკანებმა ტრაგიკული მოვლენები გაიმეორონ, რომელიც 31 აგვისტოს მოხდა და რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის ოთხი წევრი დაიღუპა", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.


კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner