17 აპრილს, 14:00 საათზე, ვერის საკალათბურთო დარბაზში საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისია" მართავს შეკრებას, რაც მიზნად ისახავს თანამოაზრეებთან შეხვედრას და მათთან ერთად პრობლემური საკითხების განხილვას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოძრაობის წევრები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მომღერლები, მსახიობები, მეცნიერები და ა.შ.