„რატომ არ მიკვირს, რომ ეს ე.წ. დებატები გადაიზარდა ყაყანში - „ყველა კალაძის წინააღმდეგ?" , - ამ სიტყვებით ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში გადაცემა „არჩევანში" თბილისის მერობის კანდიდატების დებატებს ეხმაურება.
„ყველა გაშიშვლდა და ვნახეთ, რომ ელისაშვილი გუგავა ყოფილა და ხოშტარია მდედრი ზალიკო. ამ არეულობაში კი კუკავა ცდილობს ეროვნულს მიაწვეს, ვაშაძე კი ინოვაციებს და არაფერი გამოსდით (არა, იმიტომ კი არა, რომ ყაყანია, უბრალოდ არ გამოსდით...
ამ დროს კალაძე რჩება ცარიელ კართან მარტო და ხუთი "მცველი" ხელებს ისე უაზროდ იქნევს, როგორც მწვრთნელმა ნიკა გვარამიამ ბაზაზე ასწავლა, მაგრამ ჯარიმასაც ვერ იკიდებენ", - წერს გაბრიჭიძე.